კომპანია ჯაოკენი 1997 წლიდან საქართველოს ბაზარზე წარმატებით ახორციელებს სარემონტო მასალების იმპორტს და ვაჭრობას, რომელიც იყოფა შემდეგ 3 კატეგორიად: მოსაპირკეთებელი მასალები, სანტექნიკის და სააბაზანო მოწყობილობები, შპალერის და ლაქ საღებავების კატეგორიებად. დღეის მდგომარეობით, კომპანია თავისი შოურუმებით წარმოდგენილია თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, სენაკში და თელავში.
კომპანია ჯაოკენი აცხადებს ვაკანსიას კონტენტ კრეატორი პოზიციაზე.
პოზიცია: კონტენტ კრეატორი
სამუშაო გრაფიკი: სრული (ორშაბათი - პარასკევი)
სამუშაო ადგილი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი #180
ანაზღაურება: ფიქსირებული 2000₾ + ბონუსი (ხელფასი ბონუსის ჩათვლით 2500 ლარი)
გამოსაცდელი პერიოდი - 3 თვე.
ანაზღაურება - საგამოცდო პერიოდის განმავლობაში: პირველი 3 თვე - 2000₾
ფუნქცია მოვალეობები:
- სოციალური მედიის კონტენტ-სტრატეგიის, იდეების შემუშავება, დაგეგმვა/მართვა მარკეტინგის გუნდთან ერთად.
- კრეატიული ტექსტების/ვიდეოიდეების გენერირება;
- ვიდეო კონტენტის გადაღება , პროდუქციის ზონებში ან სხვადასხვა სივრცეში სოციალური ქსელებისთვის
- მოკლე ვიდეო ფორმატის კონტენტის შექმნა, მათ შორის Reels და Shorts
- ფოტო/ვიდეო მასალის მონტაჟი ბრენდის სტილის დაცვით და მათი მომზადება სოციალური ქსელების ფორმატების შესაბამისად
- გადაღებების დაგეგმვა და შესრულება/დამუშავება ვიდეო ფროდაქშენის გუნდთან და მარეკტინგთან ერთად.
- კონტენტის კალენდრის დაგეგმვა და მისი განხორციელების პროცესის მართვა.
- სოციალური მედიის ტრენდების/ტენდენციები კვლევა/მონიტორინგი და მათი ადაპტაცია ბრენდის კონტენტის განვითარებაში
- კონკურენტების კონტენტის ანალიზი და ბაზრის ტენდენციების დაკვირვება
- კონტენტის შედეგების მონიტორინგი და ჩართულობის მაჩვენებლების შეფასება
- ბლოგებისა და სტატიების წერა, პროდუქციის ტექნიკურ მახასიათებლებთან, დიზაინის ტენდენციებთან, რემონტის პროცესის რჩევებთან და ა.შ. დაკავშირებით
- ბრენდის ტონისა და ვიზუალური ერთიანობის დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება კონტენტ კრეატორის პოზიციაზე;
- სოციალური მედიის პლატფორმების სპეციფიკის ცოდნა - ფორმატები, ტენდენციები, ალგორითმები;
- ფოტო-ვიდეო გადაღებისა და მონტაჟის პრაქტიკული გამოცდილება;
- ვიდეომასალის გადაღება და დამუშავება თანამედროვე ტექნიკური მიდგომებით - კადრის აწყობა (კომპოზიცია, განათება, კადრის სტაბილიზაცია), ხმის ხარისხის კონტროლი;
- CapCut, Adobe Premiere Pro ან მსგავსი პროგრამების ცოდნა;
- გადაღებისთვის საჭირო ტექსტების წინასწარ დამუშავებისა და ვიდეოს სცენარის მომზადების უნარი;
- პროცესების დამოუკიდებლად მართვის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
- პოზიტიურ და სტაბილურ სამუშაო გარემოს;
- სადაზღვევო პოლისს.
- კორპორაციულ ფასდაკლებას.
- პროფესიულ განვითარებას.
- კანდიდატების შერჩევა მოხდება 2 ეტაპად.
- ინდივიდულაური გასაუბრება
- პრეზენტაცია
გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@jaokeni.ge საგნის ველში მიუთითეთ პოზიცია „კონტენტ კრეატორი“
განაცხადიs შემოტანის ბოლო ვადა: 20.05.2026 წ.
დაინტერესების შემთხვევაში იხილეთ ბმული